გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-07-09
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი იუსტიციის მინისტრს პაატა სალიას შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის პროცესში იუსტიციის სამინისტროს მნიშვნელოვანი როლი მონაცემთა უსაფრთხოების, მიზნობრივი გამოყენებისა და კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფის კუთხით.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ლელა ჯანაშვილმა და პაატა სალიამ ორ უწყებას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი, ასევე იუსტიციის მინისტრის მოადგილეები - მერაბ ტურავა, გიორგი დგებუაძე, ბექა ძამაშვილი და ალექსანდრე მაისურაძე დაესწრნენ.