კამპანია #აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა
#აქციეჩვევად პერსონალური მონაცემების დაცვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ონლაინ კამპან...
2025-06-16
#აღმოაჩინედარღვევაინტერნეტში
#აღმოაჩინედარღვევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის კამპანიაა, რომელიც ახლა უკვე ინტრენტ სივრცეში არსებულ გამოწვევებს ეხება.
კამპანიის ფარგლებში შეძლებთ შეამოწმოთ, რამდენად დაკვირვებული ხართ და უსაფრთხო ინტერნეტის უზრუნველსაყოფად რა ინფორმაციას ფლობთ.
მნიშვნელოვანია იცოდეთ იმ რისკების შესახებ, რომლებიც ინტერნეტში თქვენს აქტივობებს შესაძლოა მოჰყვეს.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1)
აღნიშნულ ილუსტრაციაში ხედავთ ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაციისას შესავსებ ფორმას.
ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზეა, მაგრამ არის რაღაც, რაც კანონის ნორმებს ეწინააღმდეგება.
შეგიძლიათ დაასახელოთ?
რამდენ დარღვევას ხედავთ აღნიშნულ ილუსტრაციაზე?
პასუხი 1
• მოცემულ ილუსტრაციაში პირველ დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ ონლაინ მაღაზიაში რეგისტრაციისას შესავსები ფორმა მოიცავს სავალდებულოდ შესავსებ ველს პირის სამუშაო ადგილის შესახებ.
გახსოვდეთ, თქვენი პერსონალური მონაცემები უნდა დამუშავდეს მხოლოდ მიზნის პროპორციულად. შესაბამისად, მოთხოვნილი უნდა იყოს მხოლოდ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს შესაბამისი მომსახურების მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში ონალინ რეგისტრაციის დროს სამუშაო ადგილის მითითების სავალდებულო მოთხოვნა არ შეიძლება ჩაითვალოს პროპორციულად.
• მოცემულ ილუსტრაციაში მეორე დარღვევას წარმოადგენდა ის, რომ რეგისტრაციის ფორმა მოიცავს წარწერას, რომლის თანახმად, მონაცემები ავტომატურად დამუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის.
გახსოვდეთ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება შეიძლება მხოლოდ თქვენი თანხმობით.
თქვენი თანხმობა უნდა იყოს გამოხატული თქვენივე აქტიური მოქმედებით, წერილობით ან ზეპირად, და შეიცავდეს მითითებას თქვენი კონკრეტული მონაცემების კონკრეტული მიზნით დამუშავების თაობაზე. ასევე აუცილებელია, თქვენი სურვილი – დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები პირდაპირი მარკეტინგის მიზნით – იყოს თავისუფლად და მკაფიოდ გამოხატული.
მითითება, რომ თქვენი მონაცემები ავტომატურად დამუშავდება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის, არ წარმოადგენს თქვენს თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
• შეგახსენებთ, რომ მსგავსი დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ განცხადებით მომართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს და წარმოადგინოთ თქვენს ხელთ არსებული მტკიცებულებები. განცხადების საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური შეისწავლის შესაბამისი ორგანიზაციის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების კანონიერებას და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს.