date

2025-05-05

განცხადება კომპანიების მიერ სააბონენტო და სხვა ტიპის ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რომლებიც პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ეხება


გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კომპანიების მიერ სააბონენტო და სხვა ტიპის ხელშეკრულებებში განხორციელებული ცვლილებების თაობაზე, რომლებიც პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ეხება.

მოგიწოდებთ, მაქსიმალური ყურადღებით გაეცნოთ ხელშეკრულებაში (ან მის ცვლილებაში) მითითებულ ზემოაღნიშნულ საკითხებს და მხოლოდ ამის შემდგომ განაცხადოთ თანხმობა.

შეგახსენებთ, რომ პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დამუშავება მხოლოდ თქვენი წინასწარი თანხმობითაა შესაძლებელი, ხოლო თანხმობა მიჩნეული ვერ იქნება ნამდვილად, თუ მონაცემთა სუბიექტს არ აქვს რეალური არჩევანი (იგი იძულებულია განაცხადოს თანხმობა ან მასზე უარყოფითი გავლენა ექნება თანხმობის გაუცემლობას). ამასთან, თუ თანხმობა შეფუთულია, როგორც წესებისა და პირობების შემადგენელი ნაწილი, რომელიც არ ექვემდებარება მოლაპარაკებას, მაშინ ითვლება, რომ თანხმობა არ არის ნებაყოფლობითი და თავისუფალი.

თქვენი პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს განცხადებით, წერილობით (მისამართი: თბილისი, პუშკინის ქ. №10 / ნ. ვაჩნაძის ქუჩა №7 / თაბუკაშვილის ქუჩა №2) ან ელექტრონული ფორმით (ხელმოწერილი და დასკანერებული/ფოტოსურათის სახით) ოფიციალური ელექტრონული ფოსტის (office@pdps.ge) მისამართზე შეგიძლიათ მომართოთ.

მსგავსი სამსახურის განცხადებები