გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-11-14
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, პროექტის „კონფიდენციალურობის გაკვეთილები“ ფარგლებში, თბილისის, ბათუმის, ნაბეღლავის, ფოთის, ახალციხისა და ხაშურის სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართა.
2025 წლის სექტემბრიდან დღემდე სამსახურის წარმომადგენლებმა საჯარო და კერძო სკოლების 600-მდე მოსწავლეს გაუზიარეს ინფორმაცია პირადი მონაცემების დაცვის მნიშვნელობასა და უსაფრთხოების ძირითად წესებზე.
სამსახური სკოლის მოსწავლეებს ჩვენს ოფისებში მასპინძლობს (თბილისი, ბათუმი), ხოლო დაინტერესებულ სკოლებს რეგიონებში თავად სტუმრობს. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს სამსახურის მიერ მომზადებული შემეცნებით-გასართობი საინფორმაციო გაზეთები გადაეცემათ.
შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და მათი უფლებების შესახებ. გაეცნენ მონაცემთა უკანონოდ დამუშავების რისკებს, ინტერნეტ უსაფრთხოების წესებს, მონაცემთა დაცვის კულტურის მნიშვნელობასა და სამსახურის როლს ამ პროცესში.
პროექტის მიზანია პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არასრულწლოვანთა ცნობიერების ამაღლება. ,,კონფიდენციალურობის გაკვეთილებზე’’ VI-XII კლასების მოსწავლეები ინფორმაციას იღებენ მონაცემთა დაცვის მნიშვნელობის შესახებ და აფასებენ რისკებს, რაც მონაცემთა უკანონო ან დაუფიქრებელ გამჟღავნებას შესაძლოა მოყვეს.