date

2025-10-30

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო! 

შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 108 სტუდენტისგან შემდგარი 27 გუნდი დარეგისტრირდა.  

დღეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 8 საუკეთესო გუნდის შესარჩევად ტესტირება ჩაატარა. შემდეგ ეტაპზე გადასული სტუდენტები მოირგებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების როლს: კაზუსების მიხედვით შეისწავლიან ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მოამზადებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.

პირველი რაუნდის შემდეგ  ოთხი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, ფინალში კი მონაწილეობას ორი გუნდი მიიღებს. 

გამარჯვებული გუნდის ოთხივე წევრი გაივლის სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ქ. თბილისში. 

პროექტის მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის, მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და სამსახურის საქმიანობის შესახებ. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში ეროვნულ შეჯიბრი  სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ყოველწლიურად  ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები