date

2025-05-14

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ბათუმის ოფისში, თურქ კოლეგას, თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტს- უმასპინძლა


საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა ბათუმის ოფისში, თურქ კოლეგას, თურქეთის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს პრეზიდენტს- ფარუკ ბილირს უმასპინძლა. 


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2026 წელს ევროპის მონაცემთა დაცვის 34-ე საგაზაფხულო კონფერენციის ორგანიზების საკითხს, რომელიც თურქეთში გაიმართება. ამ კონტექსტში, შეხვედრაზე ასევე ყურადღება გაამახვილეს საქართველოს გამოცდილების გაზიარებაზე ღონისძიების ორგანიზების კუთხით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ოთარ ჩახუნაშვილი, სტრატეგიული განვითარების, ანალიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ანა თოხაძე და სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი ნიკოლოზ პოპიაშვილი. ასევე, თურქეთის პერსონალურ  მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოსს კომისარი ტამერ აკსოი,  კვლევისა და კორპორატიული ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი კუმრუ დიონე და ამავე საზედამხედველო ორგანოს   ექსპერტი აჰმეტ მირაჩ სონმეზი.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები