2025-05-02
სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, კერძოდ: კანონის მოქმედების ფარგლები, მონაცემების დამუშავების კანონიერების წინაპირობები, მონაცემთა შენახვის ვადები და მათი უსაფრთხოება, აუდიო და ვიდეო მონიტორინგის განხორციელების წესი, ბიომეტრიული მონაცემების დამუშავება და სხვა.
შეხვედრას სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი - მაია გოგოლაძე, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი - სოფიო შამუგია და საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი - ქეთევან კრაწაშვილი უძღვებოდნენ.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სააგენტოს თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოკვეთილ მონაცემთა დამუშავების გამოწვევებსა და მათთვის საინტერესო სხვა საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.