მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს 2024 წლის ანგარიში
გიზიარებთ მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს 2024 წლის ანგარიშს. ანგარიში ეხება პერსონალური მონაცემების დაცვას ცვალებად გარემოში და მასში მიმ...
2024-06-01
პირველი ივნისიდან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა.
საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს მნიშვნელოვან სიახლეებს:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი
ყველა საჯარო დაწესებულება, სადაზღვევო და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ბანკი, საკრედიტო ბიურო, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანია, ავიაკომპანია, აეროპორტი და სამედიცინო დაწესებულება - ვალდებულია, დანიშნოს ან განსაზღვროს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი.
ოფიცერი უზრუნველყოფს თანამშრომლების ინფორმირებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნულ თემატიკაზე შემოსული განცხადებებისა და საჩივრების ანალიზსა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისგან კონსულტაციების მიღებას, ფიზიკური პირის მიმართვის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავების პროცესებისა და მისი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სხვა.
ოფიცრის ინსტიტუტის დამკვიდრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართულ კანონმდებლობას აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან რითაც მნიშვნელოვნად ამყარებს მონაცემთა სუბიექტების უფლებების დაცვის გარანტიებს.
დღეიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შედის ძალაში - მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების ვალდებულება.
კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასების წესს, რაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ქართული კანონმდებლობისთვის სიახლეს წარმოადგენს და ადამიანის უფლებათა ხელყოფის მომეტებული საფრთხეების შემცირებას ისახავს მიზნად.
კანონის თანახმად, ისეთ შემთხვევებში, როდესაც მონაცემთა დამუშავებისას ახალი ტექნოლოგიების, მონაცემთა კატეგორიის, მოცულობის, მათი დამუშავების მიზნებისა და საშუალებების გათვალისწინებით, მაღალი ალბათობით იქმნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შელახვის საფრთხე, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია წინასწარ განახორციელოს მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება.
გიზიარებთ მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს 2024 წლის ანგარიშს. ანგარიში ეხება პერსონალური მონაცემების დაცვას ცვალებად გარემოში და მასში მიმ...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ულოცავს ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს დირექტორს, ზდრავკო ვუკიჩს „მონაცემთა დაცვის ევროპუ...