ინფორმაცია ავსტრალიის მთავრობის მიერ გამოქვეყნებული “ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების პოლიტიკის დოკუმენტის“ შესახებ
ავსტრალიის მთავრობამ განაახლა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიანი გამოყენების შესახებ პოლიტიკის დოკუმენტი[1], რომელიც ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა.[2]
პოლიტიკის დოკუმენტი სამი ნაწილისგან შედგება და აყალიბებს პრინციპებს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.
პოლიტიკის დოკუმენტის პირველი ნაწილი ეხება მომზადებას და დახმარების გაწევას, კერძოდ:
ხელოვნური ინტელექტის მიღებისა და გამოყენებისათვის ნათელი და მკაფიო ანგარიშვალდებულებების ჩამოყალიბებას;
ანგარიშვალდებული პირების იდენტიფიცირებას.
სტანდარტის თანახმად ანგარიშვალდებულმა პირებმა უნდა: [3]
აიღონ პასუხისმგებლობა პოლიტიკის გატარების მიმართულებით;
შეატყობინონ ინფორმაციული ტრანსფორმაციის სააგენტოს, როდესაც ხელოვნური ინტელექტის გამოყენება მაღალი რისკის შემცველია;
მთავრობის წევრებთან კონტაქტის შენარჩუნება და კოორდინაცია, ფორუმებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობა.
დოკუმენტის მეორე ნაწილი განიხილავს ანგარიშვალდებულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხს.
ვებგვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, „მზა ჩანაწერებთან“ დაკავშირებით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის დასამახსოვრებლად ვიყენებთ აუცილებელ „მზა ჩანაწერებს“. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ასევე გამოვიყენებთ პირადი პარამეტრების, ვიდეო პლეერის და ანალიტიკურ „მზა ჩანაწერებს“. თითოეულ მათგანზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ „მზა ჩანაწერების“ პოლიტიკაში. გთხოვთ, მონიშნოთ „მზა ჩანაწერები“, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.