ინფორმაცია უსაფრთხოების დარღვევიდან (ინციდენტიდან) გამომდინარე დამდგარი ზიანის ღირებულების “IBM”-ის 2024 წლის ანგარშის შესახებ
კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში მოღვაწე მსოფლიოში უდიდესმა სამრეწველო კვლევითმა ორგანიზაციამ „IBM“-მა 2024 წელს გამოაქვეყნა ანგარიში უსაფრთხოების დარღვევების ღირებულების შესახებ.[1]
კვლევის მთავარი საკითხები:
უსაფრთხოების დარღვევათა დიდი ნაწილი (46%) ეხებოდა პერსონალური მონაცემების ან ინტელექტუალური საკუთრების საკითხებს.
უსაფრთხოების დარღვევათა გამო დამდგარი ზიანის საშუალო ღირებულება 4.8 მილიონ დოლარს შეადგენს. უსაფრთხოების დარღვევათა გამო დამდგარი ყველაზე დიდი ფინანსური ზიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება;
კიბერუსაფრთხოების სფეროში დასაქმებული კადრების რაოდენობის სიმცირე კვლავ აქტუალურია, თუმცა ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობა გაზრდილია;
ხუთიდან ერთი ორგანიზაცია, სხვადასხვა ფორმით იყენებს გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების ინსტრუმენტებს;
მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევათა 35% უკავშირდება „არათვალსაჩინო მონაცემებს“ (“shadow data“);
სრული ფინანსური ზიანიდან 4.9 მილიონი დოლარის ზიანი დადგა შიდა თავდასხმების გამო (“malicious insider attack”). ამ ტიპის თავდასხმები უკავშირდება გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, ვინაიდან წინამდებარე ტექნოლოგია მარტივად წერს გამართულ ტექსტებს.
გაზრდილიაუსაფრთხოების დარღვევები, რომლებიც უკავშირდება ინტელექტუალური საკუთრების შესახებ მონაცემებს.
რეკომენდაციები:
არსებული მონაცემების დეტალურად დაგეგმვა და აღრიცხვა, რა გარემოში და რა საშუალებებით ინახება მონაცემები;
პრევენციული სტრატეგიების შემუშავება ხელოვნური ინტელექტის და „ავტომატიზაციის“ (“automation”) გათვალისწინებით;
გენერირებადი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას „უსაფრთხოების უპირატესობის“ პრინციპით ხელმძღვანელობა.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამდე და დანერგვამდე, დაგეგმვის ეტაპზე ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება;
მეტი რესურსის მიმართვა კიბერუსაფრთხოების სფეროში სწავლების მიმართულებით.
ვებგვერდის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე, „მზა ჩანაწერებთან“ დაკავშირებით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის დასამახსოვრებლად ვიყენებთ აუცილებელ „მზა ჩანაწერებს“. თქვენი თანხმობის შემთხვევაში, ასევე გამოვიყენებთ პირადი პარამეტრების, ვიდეო პლეერის და ანალიტიკურ „მზა ჩანაწერებს“. თითოეულ მათგანზე დეტალური ინფორმაცია იხილეთ „მზა ჩანაწერების“ პოლიტიკაში. გთხოვთ, მონიშნოთ „მზა ჩანაწერები“, რომელთა გამოყენებასაც ეთანხმებით.