გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-10-30
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში სტუდენტებისთვის პირველი ეროვნული შეჯიბრი დაიწყო!
შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 108 სტუდენტისგან შემდგარი 27 გუნდი დარეგისტრირდა.
დღეს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, 8 საუკეთესო გუნდის შესარჩევად ტესტირება ჩაატარა. შემდეგ ეტაპზე გადასული სტუდენტები მოირგებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების როლს: კაზუსების მიხედვით შეისწავლიან ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე მოამზადებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
პირველი რაუნდის შემდეგ ოთხი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება, ფინალში კი მონაწილეობას ორი გუნდი მიიღებს.
გამარჯვებული გუნდის ოთხივე წევრი გაივლის სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ქ. თბილისში.
პროექტის მიზანია სტუდენტებში ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის, მონაცემთა დაცვის მნიშვნელობისა და სამსახურის საქმიანობის შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალში ეროვნულ შეჯიბრი სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით ყოველწლიურად ჩატარდება.
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, სამართლის...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...