date

2025-08-27

რკინიგზის მატარებლებში სამსახურის შემეცნებით-გასართობი გაზეთები გავრცელდება


დღეიდან,  3 დღის განმავლობაში,  თბილისი-ბათუმის, თბილისი-ზუგდიდის, თბილისი-ფოთისა და თბილისი-ოზურგეთის მიმართულებით რკინიგზის მატარებლებში სამსახურის შემეცნებით-გასართობი გაზეთები გავრცელდება.

იმისთვის, რომ მგზავრობის პროცესი უფრო პროდუქტიული გახდეს, აღნიშნული რეისების მგზავრებს გაზეთში,   ზაფხულში და არა მხოლოდ ზაფხულში დასვენების დროს,  პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული რჩევები დახვდებათ.

სოციალური ქსელის გამოყენება და ინფორმაციის გამოქვეყნება;
საჯარო ინტერნეტით სარგებლობა;
ვიდეომონიტორინგი;
ციფრული აპლიკაციების უსაფრთხოება და სხვა.

გარდა ამისა, გაზეთში წარმოდგენილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე მომზადებული შემეცნებითი და გასართობი აქტივობები: ქვიზები, სკანვორდები, კროსვორდები და ინფორმაცია სამსახურის კამპანიებზე.

 საზოგადოების ცნობიერების ამაღლება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერების გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საქართველოს რკინიგზას მადლობას უხდის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები