date

2025-07-18

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებულ ვებინარს საჯარო სექტორის 1400 -მდე წარმომადგენელი დაესწრო


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა საჯარო სექტორის წარმომადგენლებისთვის ვებინარი გამართა. 


საინფორმაციო შეხვედრა  ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლს შეეხებოდა, რომელიც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირებისათვის მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის ვალდებულებას ადგენს. ეს ხელს უწყობს მონაცემთა დამუშავების პროცესის ერთიანობაში, მარტივად და გასაგებად აღქმას, ემსახურება  მონაცემთა დამუშავების პროცესის კანონის შესაბამისად წარმართვასა და კანონიერების დემონსტრირებას.


შეხვედრას უძღვებოდნენ სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან კრაწაშვილი, სამართალდამცავ სექტორზე ზედამხვედველობის დეპარტამენტის უფროსი ია ყიფიანი და გეგმური ინსპექტირებების დეპარტამენტის უფროსი სოფო შამუგია. 

ვებინარს საქართველოს მასშტაბით საჯარო სექტორის 1400 მდე წარმომადგენელი დაესწრო. მსგავსი ტიპის გაფართოებული ფორმატის შეხვედრას სამსახური დაინტერესებულ პირებს უახლოეს მომავალში კვლავ შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები