გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-07-17
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა თავდაცვის სამინისტროსა და ასევე, სამინისტროს მმართველობაში შემავალი იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხზე მომდევნო ტრენინგი ჩაატარა.
სატრენინგო-სასწავლო თემები კანონის ზოგად მიმოხილვას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების არსსა და მნიშვნელობას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და საზოგადოების უსაფრთხოების ინტერსს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის პრიორიტეტულობას შეეხო. ასევე, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა, მონაცემთა დამუშავების პრინციპები, სამართლებრივი საფუძვლები, მონაცემთა უსაფრთხოება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა საყურადღებო სიახლეები.
განსახილველი საკითხები უწყების ძირითადი საქმიანობისა და ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის გათვალისწინებით შემუშავდა. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და მომხსენებლებმა აუდიტორიისთვის საინტერესო საკითხებიც განიხილეს.
ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა - ია ყიფიანმა, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - ლილი ტანიაშვილმა და იურისტმა - თამარ რევაზაშვილმა ჩაატარეს.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცნობიერების გაზრდის მიზნით სექტორულ და სხვადასხვა ფორმატით შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.