date

2025-06-20

სამსახურმა აიბი - მთიების სკოლის პედაგოგებთან და ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა


პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აიბი - მთიების სკოლის პედაგოგებთან და ადმინიტრაციის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრას უძღვებოდნენ სამახურის ხელმძღვანელის აპარატის უფროსი იურისტი ანა შენგელია და ექსპერტი განათლების მიმართულებით თამარ აბაზაძე.
 
სამსახურის წარმომადგენლებმა დამსწრე აუდიტორიას ინფორმაცია მიაწოდეს შემდეგ საკითხებზე: კანონის მოქმედების ფარგლები, პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და პრინციპები, არასრულწლოვანის შესახებ მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გაცემის წესი, მონაცემთა უსაფრთხოება, ვიდეომონიტორინგის განხორციელების წესი, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა და მონაცემთა სუბიექტის უფლებები.
 
განსაკუთრებული ყურადღება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაზე გამახვილდა.
 
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში გამოკვეთილ მონაცემთა დამუშავების გამოწვევებს შეეხო.

ფოტო გალერეა

მსგავსი სიახლეები