date

2025-06-02

არასრულწლოვანთათვის შემეცნებით-გასართობი ჟურნალი გამოქვეყნდა


გიზიარებთ ახალ შემეცნებით-გასართობ ჟურნალს არასრულწლოვანთათვის!

ეს ჟურნალი ბავშვებს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას აცნობს მარტივი, ინტერაქტიული და სახალისო ფორმით.

ჟურნალში წაიკითხავთ:

  •  რატომ არის აუცილებელი ადამიანის უფლებების ცოდნა;
  • რა არის პირადი ინფორმაცია და როგორ დავიცვათ ის;
  • როგორ გავუფრთხილდეთ ჩვენს უსაფრთხოებას ინტერნეტში;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი მონაცემთა დაცვის კულტურა პირად ურთიერთობებში.

ბავშვები ჟურნალში ასევე აღმოაჩენენ მრავალ სახალისო აქტივობას - ქვიზებს, კროსვორდებს, სკანვორდებს და სხვა შემეცნებით დავალებებს, რომლებიც სწავლას საინტერესოსა და სასიამოვნოს ხდის.

ჟურნალის მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი როგორც ციფრულ, ასევე – რეალურ სამყაროში.

იხილეთ ჟურნალი  https://shorturl.at/85P4F

მსგავსი სიახლეები