სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
2024-06-21
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, საქართველოს 10 რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის, ტრენინგები ჩაატარა. შეხვედრები ონლაინ რეჟიმში 5 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საბაზისო წესები და ახალი კანონით გათვალისწინებული სიახლეები მუნიციპალიტეტების 250 მდე წარმომადგენელს სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა, იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ შავლეგ თოდუამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ლიკა ტანიაშვილმა გააცნეს.
პრეზენტაციები სამსახურის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტების მხრიდან წინასწარ მოწოდებილი კითხვებისა და საკითხების გათვალისწინებით მათ საჭიროებებს მოარგეს. განიხილეს კონკრეტული მაგალითები და ქეისები.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური წარმოგიდგენთ „ციფრული მრჩეველს“, რომლის მიზანია ორგანიზაციებისთვის მორგებული, კონკრეტულ საჭირო...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ტრენინგი სახელმწიფო სერვისების განვითარების...