სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
2024-06-12
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქტიურად მონაწილეობს „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გლობალური ასამბლეის“ (“GPA”) საქმიანობაში და მისი არაერთი ქვეპლატფორმის, მათ შორის, „მონაცემთა დაცვისა და სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ“ სამუშაო ჯგუფის წევრია. ჯგუფის ფარგლებში, “GPA”-სა და „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციას“ (“Access Now - international human rights organization”) შორის ურთიერთანამშრომლობით, შემუშავდა „პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ადამიანის უფლებების ჯილდოს“ კონცეფცია. ჯილდოს დაწესების მიზანია საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით გამორჩეული ინიციატივის გამოვლენა. აღსანიშნავია, რომ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად შექმნილი კომიტეტის ერთ-ერთ წევრად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განისაზღვრა.
„პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და ადამიანის უფლებების ჯილდოსთვის“ კონკურსი მიმდინარე წლის 17 ივნისიდან 1-ლი სექტემბრის ჩათვლით გაიმართება, ხოლო შესარჩევი კომიტეტი გამარჯვებულ კანდიდატს ოქტომბერში გამოავლენს. დაჯილდოების ცერემონია 2025 წლის თებერვალში, ტაივანის დედაქალაქ ტაიბეიში, „ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაციის“ მასპინძლობით გამართულ სამიტზე - “RightsCon” შედგება.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თანამშრომლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა. სადაც განიხილეს პერსონა...
,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული არქივის თანამშრომლებისთვის ტრენინგ...
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ ტრენინგი სახელმწიფო სერვისების განვითარების...
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ულოცავს ხორვატიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს დირექტორს, ზდრავკო ვუკიჩს „მონაცემთა დაცვის ევროპუ...